Friday, February 13, 2015

                                                                ალექსანდრიის შუქურა
ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაშიეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.
თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა,ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკებამოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.

                                                                             როიდოსის კოლოსი
როდოსის კოლოსი — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.
ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. არ არის შემორჩენილი მისი მცირე ნაწილიც კი.

                                                             მაუზოლუსის აკლდამა

მაუზოლუსი იყო მმართველი კარიის პროვინციის მართველი, ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში. მის შესახებ მცირე ცნობებია შემორჩენილი. იგი იყო ენერგიული მეომარი. დაიპყრო როდოსი და ერთხანს ბატონობდა მეზობელ ლიკიის სახელმწიფოზე. მაგრამ იგი მაინც რჩებოდა სპარსეთის სატრაპად. მისი სახელი შემოვიდა თანამედროვე ენაში და დაიმკვიდრა როგორც სიტყვა "მაუზოლეუმი" მისი მეუღლის, არტემიზიას ერთგულების წყალობით. თავისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ 353 წ. ქრისტეს შობამდე მან დააგზავნა ემისრები საბერძნეთში, რათა თავი მოეყარათ საუკეთესო ხელოვანთათვის, მოქანდაკეთათვის, ბრინჯაოს ხელოსანთათვის და სხვა მოხელეთათვის და ჩამოეყვანათ ისინი დედაქალაქში. ჩვენ ვიცით ზოგიერთი მათგანის სახელი: არქიტექტორები: სატიროსი და პითიასი; მოქანდაკენი: სპოპასი(რომელიც განთქმული იყო მოძრაობის ხაზებში გადმოცემის საოცარი ხელოვნებით), ლეოხარესი, ბრიაქსისი და ტიმოთეოსი. ესენი იყვნენ მთავარი ხელოსანნი; ეჭვგარეშეა რომ მათ კიდევ მრავალი ხელოსანნი ახლდათ თან. არტემიზია არ მოსწრებია მის დასრულებას მაუზოლუსის სიკვდილის შემდეგ ისიც ორ წელიწადში გარდაიცვალა: მაგრამ ხელოვანთ გადასწყვიტეს, ძველი ისტორიკოსების სიტყვით, დაესრულებინათ აკლდამა "თავისი სახელისა და ხელოვნების უკვდავსაყოფად".ბაქანზე ძირითადი ნაგებობა იდგა; ქვედა სართულში სარკოფაგის ოთახი იყო მარმარილოსი, ოთხკუთხა, ოთხივე მხარე სკულპტურული რელიეფით დამშვენებული. მასზე აღმართულიყო 36 იონიური სვეტი მოთეთრო-ოქროსფერი მარმარილოსი. ისინი შესდგომოდნენ ლავგარდანებს, აგრეთვე მდიდრული ჩუქურთმებით დამშვენებულთ, ხოლო მათ ზევით ატყორცნილი იყო საფეხურისებრივი პირამიდა ისეთი მსუბუქი და გრაციოზული, რომ, მისი მნახველების სიტყვით, იგი თითქოსდა ჰაერში დაფარფატებდა. პირამიდის ბრტყელ ზეთავს აგვირგვინებდა კოლოსალური სკულპტურული ჯგუფი თეთრი მარმარილოსი: ეტლში შებმული ოთხი ცხენი ოქროსა და ბრინჯაოს მოსართავებით. ეტლში ორი ფიგურა იდგა სადავის მპყრობელი მამაკაცისა და მის გვერდზე ქალისა. მამაკაცი მაუზოლუსი იყო თავად; ქალი კი ალბათ ათენა, მაგრამ შესაძლოა არტემიზიაც. ძეგლი 140 ფუტი სიმაღლისა და იოლად წარმოსადგენია სკულპტურული ჯგუფის ზომა მიწის დონიდან დანახული. ეს ჩვენი პირველი შთაბეჭდილებაა-ბრწყინვალების, ღირსებისა და სიდიადისა-მარგალიტივით შენობა მწვანე კვიპროსების, შევერცხლილი ზეთისხილებისა და ლურჯი ზღვის ფონზე. მაგრამ ახლოდან მეორე კონსტრასტული შთაბეჭდილება მოგველოდა მძლავრი, დაუცხრომელი მოძრაობისა. მაუზოლეუმის ქვედა ნაწილში სამი სკულპტურული რიგი იყო: ბერძნების ბრძოლა ამორძალებთან, გააფთრებული კენტავრების ბრძოლა ლაპიტებთან, ეტლემის მარულა, დაძაბული მხედრები, გაფრენილი ფაფარაშლილი ბედაურები და ყოველივე ეს თეთრ მარმარილოში როდი იყო გაყინული; ისინი შეფარდებულნი იყვნენ, - როგორც თითქმის ყველა ბერძნული ქანდაკება - ხორცი წითლად. სამოსი თეთრად, მწვანედ და ოქროსფერად, ხოლო მეომრების საჭურველი, აბჯარი და ცხენთა აღკაზმულობა - ოქროსა და ბრინჯაოსფრად. ერთი ავტორი წერს: "ამის შედეგი იყო მშვენიერი სურათი რიტმული მოძრაობისა მთელ რიგში. ბრძოლის ომახიანობა და სიფიცხე არსად გამოსახულა მეტი ძალმოსილებით".ამ დიდების არც ერთი ნამუსრევი აღარ არის შემორჩენილი დღეს ჰალიკარნასოსში. მაუზოლუსის არც ერთი სურათი არ შემორჩენილა, თანამედროვეთა აღწერები კი, რომელთაც ჩვენ ვფლობთ, მცირეა და არასაკმაო. ვით აღვადგინოთ მაშ შენობის სურათი? კითხვაზე ნაწილობრივ პასუხს გვაძლევს არქეოლოგია. არტემიზიას მონუმენტი, როგორც ჩანს, არსებობდა თხუთმეტი საუკუნე, ქრისტეს შემდეგ მეთორმეტე საუკუნემდე და უფრო მოგვიანებითაც. მაგრამ 1402 წელს, იერუსალიმის წმ. იოანეს ორდენის ჯვაროსნებმა დაინახეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰალიკარნასოსისა (ანუ ბუდრუმისა, როგორც მას იმჟამად ეწოდებოდა) და დაიწყეს იქ ციხესიმაგრის მშენებლობა. მეთორმეტედან მეთოთხმეტე საუკუნემდე, ქრისტეს რაინდები, პალესტინიდან გამოდევნილნი, აგებდნენ სიმაგრეებს ხმელთაშუაზღვის მთელ აუზში- კვიპროსზე, როდოსზე და მცირე აუზის მთელ სანაპიროზე. ჰალიკარნასოსი შერჩეულ იქნა როგორც მძლავრი სიმაგრე და დაიწყო ნგრევის სამუშაოები. ამ შენობის ქვის გარდა საკმაო სამშენებლო მასალა იყო ირგვლივ და ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევების სახით.თავდაპირველად, როგორც ჩანს, მაუზოლიუმის ზედა თავი დაირღვა. ჩვენ ვიცით რომ 1472 წელს იგი დანგრეული იყო მაგრამ 50 წლის შემდეგ ახალი საფრთხე გამოჩნდა. სულთანმა სულეიმანმა დაიწყო დიდი შეტევისთვის მზადება ჯვაროსნების წინააღმდეგ, რომელთაც ეპყრათ როდოსი და მცირე აზიის სანაპირო. წმ. იოანეს ორდენის დიდოსტატმა იწყო მზადება წინააღმდეგობისათვის და ბრძანა ციხის შეკეთება. ამ დროისათვის, 1522 წ. , მაუზოლეუმის დანარჩენი ნაწილი დაარღვიეს საძირკვლამდე, ხოლო მარმარილოს კირისაგან კარი გამოსწვეს. ამჟამინდელ მატეანეთა მიხედვით, ჯვაროსნებმა შეაღწიეს შიდა აკლდამაში, რომელიც ალბათ საძირკველში მდებარეობდა, და იპოვნეს მაუზოლუსის სარკოფაგი. აკლდამის კედლები დამშვენებული იყო ბარელიეფბით, რომელიც დალეწეს მძარცველებმა და, როგორც ჩანს კირად აქციეს. არსებობს გადმოცემა, რომ მათ მხელი არ ახლეს სარკოფაგს, ვინაიდან უკვე დაღამდა და ჩამობნელდა. ისინი დილით კვლავ მობრუნდნენ სიმაგრეში რათა დაეთვალიერებინათ სარკოფაგი, მაგრამ იგი უკვე გაძარცვული აღმოჩნდა ადგილობრივი ქურდემის მიერ. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე კარიის მეფისა და მისი დედოფლის გვამები რომელთაც არავინ შეხებია 18 საუკუნის განმავლობაში, გაიძარცვა და როგორც ჩანს, განადგურდა. წერილობითი მონაცემების შესწავლისას და ფრაგმენტების დეტალური შესწავლის გზით, არქეოლოგებმა შეძლეს შენობის თავდაპირველი სურათის აღდგენა. სკულპტურული და არქიტექტორული დეტალები დღემდე ინახება ბრიტიშ მუზეუმის სპეციალურ დარბაზში, რომელსა მაუზოლეუმის დარბაზი ეწოდება.













                                                           არტემიდეს ტაძარი
არტემიდას ტაძარი ეფესოში

ქალაქი ეფესო მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
ძვ.წ.VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა.
იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.
ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით თავისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა ეფესოს ტაძარი და მისი აღდგენა ბრძანა.
ამ ძეგლის რესტავრაციის შესახებ მოგვითხრობს ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც წერს, რომ ცეცხლისგან განადგურებული ტაძარი აღუდგენიათ და აღდგენილი ნაგებობა პირვანდელზე გაცილებით ლამაზი და წარმტაცი ყოფილა. თუმცა, არტემიდას ტაძარი მაინც ვერ გადაურჩა განადგურებას. III საუკუნეში იგი მომთაბარე გუთებმა ძირფესვიანად დაანგრიეს და გაძარცვეს. მრავალი წლის შემდეგ არქეოლოგებმა ეფესოში აღმოაჩინეს არტემიდას ტაძრის უმნიშვნელო ნაშთები, ამ დიდებული ნაგებობიდან მხოლოდ ერთი კოლონაღაა შემორჩენილი.

             

















                                                         ბაბილონის კიდული ბაღები
ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა.
დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.


                                            ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული ძვ.წ. 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. თამაშების დროს საომარი მოქმედებებიც კი იგრძალებოდა, რათა შეჯიბრების მონაწილეებს და მაყურებლებს ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდათ.
ძვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.
1 საუკუნეში რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა. ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მუშებიც კი გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, თანახმად ლეგენდისა, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია, რასაც დამრთრგუნველი ზემოქმედება მოუხდენია რომაელ მუშებზე და ისინი უკანმოუხედავად გაქცეულან.
391 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშები აკრძალა, რადგან მიაჩნდა, რომ სპორტული შეჯიბრებები ეწინაღმდეგებოდნენ ქრისტიანულ მორალს და კანონებს, თუმცა, ინტერესი ზევსის ქანდაკებისადმი მაინც დიდი იყო. V საუკუნეში იგი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, სადაც ქანდაკება იდგა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი დაანგრია. დრამატულად წარიმართა ოლიმპიის ბედიც. VI საუკუნეში აქ მოხდა დიდი მიწისძვრა.
ზევსის ტაძარი და სტადიონი ნანგრევებად იქცა. ისინი მიწამ და მტვერმა დაფარა. ჩვენს დროში არქეოლოგებმა მიაკვლიეს ზევსის ტაძრის ნაშთებს, რომელიც მხოლოდ სრდილიღაა თავისი პირვანდელი დიდებისა.




























Thursday, February 12, 2015


                                                                ხეოფსის პირამიდა
ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.
ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა.[1] ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15 მეტრის სიმაღლეზე საიდანაც ჩადიოდნენ მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების კამერაში. შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო ხოლო მეორე ადიოდა ზევით სამეფო კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე, შედეგად აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი ეს იყო დიდი გალერეა.
დიდი გალერეის დასაწყისში გალერეა იტოტებოდა და ეს გზა მიემართებოდა დედოფლის კამერაში. გალერეის ბოლოში, სამეფო კამერაში ხემიუნმა გამოიყენა საინჟირნო მიდგომა, რომელმაც გადაარჩინა სამეფო კამერა ჩამონგრევას, კერძოდ კამერის თავზე განათავსა ხუთი ჰორიზონტალური ქვის ბლოკი, მათ შორის დატოვა სიცარიელე და ბოლოს გადახურა ორ ქანობიანი გადახურვით. ზემოდან წამოსული სიმძიმე გადანაწილდა გვერდებზე. პირამიდის ახლოს აღმოაჩინეს მზიური ნავი. აღსანიშნავია რომ პირამიდის შიგნით არსებობს სავენტილაციო შახტები . ერთ-ერთი მიმართულია ორიონის თანავარსკვლავედისაკენ
























.